ახალი ამბები

კორონავირუსით ინფიცირებული ექთნის 4 კონტაქტს სოფელ ნუკრიანში “კოვიდ 19” არ დაუდასტურდა

თბილისის მე-8 საავადმყოფოში მომუშავე კორონავირუსით ინფიცირებული ექთნის მეუღლეს სოფელ ნუკრიანში და მასთან კონტაქტში მყოფ სამ მოქალაქეს “კოვიდ 19” არ დაუდასტურდა. როგორც “კახეთის ხმას” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა განუცხადა, ისინი პრევენციის მიზნით კვლავ რჩებიან თვითიზოლაციაში. ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში 270 ნიმუში გაიგზავნა, საიდანაც 206 საკვლევი მასალის ტესტირების პასუხია ცნობილი. ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.
“კორონავირუსით ინფიცირებული ექთანი სოფელ ნუკრიანში მეუღლესთან დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მის მეუღლეს კავშირი ჰქონდა სამ მეზობელთან. ოთხივე მათგანის სინჯი გუშინ გავაგზავნეთ ლუგარის ლაბორატორიაში. კოვიდ 19 არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირდა”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.