კახეთში საკარანტინო სივრცეები 745-მა ადამიანმა დატოვა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ შექმნილი საკარანტინო სივრცეები მარტის და აპრილის თვეში კახეთში კიდევ 745 ადამიანმა დატოვა.
DMO Visit Kakheti-ის ინფორმაციით, მოქალაქეები ორი კვირის განმავლობაში ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ და სრულიად ჯანმრთელები დაუბრუნდენ ოჯახებს.
,,მოქალაქეებუ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში DMO Visit Kakheti-ის მიერ სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით გაემგზავრა. ტრანსპორტირება დაფინანსდა ჩვენი სახსრებით”,-განაცხადეს ორგანიზაციაში.
ავტორი: მაკა ხაზიური