ახალი ამბები

კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გაიმართება

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ბრიფინგი დღეს გაიმართება.

ერთობლივ ბრიფინგს გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი ნელი ხიზანიშვილი გამართავენ.

ბრიფინგზე გაჟღერდება ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ კახეთის რეგიონიდან გაგზავნილი 270 ნიმუშის ტესტირების შედეგები. ბრიფინგი 14 საათზე ჩაინიშნა.
ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, კახეთში კორონავირუსის ერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. კოვიდ 19 ყვარელში სასწრაფო დახმარების ექიმს დაუდასტურდა.