“ქართული ოცნების” სიღნაღის რაიონული ორგანიზაცია სისხლის დონაციის აქციას შეუერთდა
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” სიღნაღის რაიონული ორგანიზაცია შეუერთდა აქციას “გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“. სისხლი მერიის შენობაში მმართველი პარტიის წევრებმა, მუნიციპალიტეტის თანამშრომლები და მოხალისეები ჩააბარეს. აქცია დილიდან დაიწყო და დღის ბოლომდე გაგრძელდება.
აქციის მიზანი კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქეებისთვის დახმარება და სისხლის დეფიციტის შევსებაა.