კახეთში კორონავირუსზე სულ 988 მოქალაქე გამოიკვლიეს
კახეთის რეგიონიდან, ორი თვის განმავლობაში, კორონავირუსზე 988 მოქალაქის ანალიზის ნიმუში გააგზავნეს, საიდანაც 403 მედიკოსს ეკუთვნის.
როგორც “კახეთის ხმას” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა განუცხადა, 988 მოქალაქიდან კორონავირუსზე მხოლოდ 1 პაციენტის ტესტირების შედეგია დადებითი. ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, ბოლო მონაცემებით, კოვიდ 19-ით ინფიცირებული რჩება მხოლოდ ერთი პაციენტი, რომელიც ყვარელში სასწრაფო დახმარების ექიმია.
“ყოველდღიურად ლუგარის ლაბორატორიაში როგორც მედიკოსების, ისე კარანტინსა და ცხელების ცენტრებში მოთავსებული პაციენტების ნიმუშებს ვაგზავნით. ჯერჯერობით კორონავირუსი მხოლოდ ერთ მედოკოსს აქვს დადასტურებული”, – განუცხადა “კახეთის ხმას” ნელი ხიზანიშვილმა.