ახალი ამბები

სიღნაღში თერმოსკრინინგი უკვე 5000-ზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, თერმოსკრინინგი მიმდინარეობს. როგორც “კახეთის ხმას” სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ მადონა ბატიაშვილმა განუცხადა, თერმოსკრინინგი უკვე 5000-ზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა.
“სკრინინგი ქალაქ სიღნაღში, სოფელ ერისიმედში, ჯუგაანში მაჩხაანში, ხირსაში, ხორნაბუჯში, ბოდბისხევში, ილიაწმინდასა და ყარაღაჯში უკვე განხორციელდა, რამაც ჯამში 5000-ზე მეტი ადამიანი მოიცვა. ამ გამოკვლეული მოქალაქეებიდან მაღალი ტემპერატურა არცერთს არ დაფიქსირებია. კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებები სიღნაღის მთელ მუნიციპალიტეტს მოიცავს”, – განაცხადა მადონა ბატიაშვილმა.