კახეთში 102 მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
კახეთის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში კიდევ 102 მოქალაქის ნიმუში გაგზავნეს, თუმცა ყველა ტესტირების შედეგი უარყოფითია.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა განაცხადა, რომ PCR ტესტირება 67 მედიკოსს და კარანტინსა და ცხელების ცენტრში მოთავსებულ 12 პაციენტს ჩაუტარეს, თუმცა კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.
ამ ეტაპზე კახეთში კორონავირუსის ლაბორატორიულად ერთი შემთხვევა ფიქსირდება. კოვიდ 19 ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს ორი დღის წინ დაუდასტურდა.