ახალი ამბები

ყვარელში დაინფიცირებულ ექიმთან კავშირში მყოფ კიდევ 40 მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ყვარელში დაინფიცირებულ ექიმთან კავშირში მყოფ არცერთ პირს covid-19 არ დაუდასტურდა, – განაცხადა დავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონული განყოფილების
უფროსმა. ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, გუშინ გაგზავნილი 40 ნიმუშიდან ყველა პასუხი ურყოფითია.

ამ ეტაპზე, 50 წლის ქალთან კონტაქტში მყოფი 147 მოქალაქიდან 102 ნიმუშია გამოკვლეული,მათ შორის 67 მედპერსონალია.

გამოსაკვლევი კონტაქტებიდან 45 ადამიანის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში დღეს გადაიგზავნება.

რაც შეეხება სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის შემთხვევას. დაინფიცირებლი ქალი, რომელიც თბილისის მერვე საავადმყოფოში ექთნად მუშაობს, ნუკრიანში მეუღლესთან 27 აპრილს იმყოფებოდა. თბილისში დაბრუნების შემდეგ მედიკოსს covid-19 დაუდასტურდა. ქალის მეუღლე და სამი მეზობელი ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფებიან, ოთხივე პირს ანალიზს დღეს გაუკეთებენ.

ჯამში, კახეთის რეგიონში საკარანტინო სივრცეებში 10 ლოკაციაზე 459, თვითიზოლაციაში კი 36 ადამიანი იმყოფება.