ახალი ამბები

კორონავირუსით ინფიცირებული ეთქთნის მეუღლე და მისი სამი მეზობელი ნუკრიანში თვითიზოლაციაში იმყოფებიან

თბილისის მე-8 საავადმყოფოში მომუშავე კორონავირუსით დაინფიცირებული ექთნის მეუღლეს, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში ცხოვრობს, კოვიდ 19-ზე ანალიზის ნაცხს ხვალ აუღებენ და ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნიან.
როგორც “კახეთის ხმას” სიღნაღის მუნიციპალიტეტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა განუცხადა, ინფიცირებული ექთნის მეუღლე და მისი სამი მეზობელი, რომლებთანაც მას კონტაქტი ჰქონდა, თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
თენგიზ ახალმოსულიშვილი ინფორმაციით, მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი არც ერთი სიმპტომი არ აღენიშნება. მისივე თქმით, კოვიდ 19-ით დაავადებული მეუღლესთან სოფელ ნუკრიანში მეუღლესთან 27 აპრილს იმყოფებოდა.
ექთანმა სოფელი დაახლოებით ერთ საათში დატოვა და თბილისში დაბრუნდა, რის შემდეგაც კორონავირუსი დაუდასტურდა.
ცნობისთვის, კახეთში “კოვიდ 19”-ის პირველი შემთხვევა ლაბორატორიულად გუშინ დადასტურდა. კორონავირუსით დაავადებულია სასწრაფო დახმარების ექიმი, რომელსაც კონტაქტი 147 ადამიანთან ჰქონდა, საიდანაც 62 მოქალაქეს PCR ტესტირებით კოვიდ 19 არ დაუდასტურდა.
დანარჩენების ნიმუშები უკვე გაგზავნეს ლუგარის ლაბორატორიაში და შედეგები ხვალ დილით გახდება ცნობილი.