თბილისის მე-8 საავადმყოფოს ექთანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სოფელ ნუკრიანში იმყოფებოდა
თბილისის მე-8 საავადმყოფოს ექთანი, რომელსაც PCR ტესტირებით კორონავირუსი დაუდგინდა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში მეუღლესთან სტუმრად 27 აპრილს იმყოფებოდა.
მ-ხ-მ სოფელი რამდენიმე საათში დატოვა და დედაქალაქში გაემგზავრა, რის შემდეგაც დაუდგინა ქალს COVID- 19.
არსებული ინფორმაციით, მ.ხ – ს მეუღლეს ურთიერთობა ჰქონდა სამ მეზობელთან. ყველა მათგანი ამ დრომდე თვითიზოლაციაში და სპეციალისტების მეთვალყურეიბის ქვეშ იმყოფება.
ამ ეტაპზე კონტაქტში მყოფს არც ერთ მათგანს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება.