კახეთის გუბერნატორი – ამ ეტაპზე ყვარლის ჩაკეტვა ან ზომების გამკაცრება არ იგეგმება
ამ ეტაპზე ყვარლის შესაძლო ჩაკეტვა ან ზომების გამკაცრება არ იგეგმება, – განაცხადა კახეთის მახრეში სახელმწუფო-რწმუნებულმა გუბერნატორმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ შემდგომი ნაბიჯები დამოკოდებილი იქნება რეგიონში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე. გუბერნატორის ინფორმაციით, რეგიონში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებულია მხოლოდ 1 ადამიანია და გამოვლენილია მასთან კონტაქტში მყოფი 147 მოქალაქე.
„დღეს ამის არავითარი მოლოდინი არ არის. ჩვენ გუშინაც ვსაუბრობდით, რომ შემდგომი ნაბიჯები დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე. დღევანდელი დილის კვლევებით, რაც ვიცით, არც ერთი ახალი შემთხვევა არ დასტურდება, მხოლოდ და მხოლოდ ერთი არსებული შემთხვევა გვაქვს. ამიტომ, რეჟიმი არ იცვლება. ეპიდემიოლოგები და სხვა კომპეტენტური ორგანოები აგრძელებენ ყველა კონტაქტის საბოლოოდ გადამოწმებას, რომ არც ერთი გადაუმოწმებელი ფაქტი არ დაგვრჩეს. ამ ეტაპზე 147 კონტაქტია გამოკვეთილი“,-განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, კახეთში კორონავირუსი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს გუშინ დაუდასტურდა. რეგიონში ამ ეტაპზე ლაბორატორიულად დადასტურებული მხოლოდ ერთი შემთხვევაა.