კახეთში ინფიცირებულ ექიმთან კონტაქტში მყოფ 62 მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ყვარლის სასწრაფო დახმარების დაინფიცირებული ექიმის ოჯახის წევრებსა და 147 საკონტაქტო პირიდან 62 ადამიანს უკვე ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა, თუმცა არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა, რომ კოვიდ 19-ზე PCR ტესტირებით მედიკოსეთან კონტაქტში მყოფ 82 მოქალაქესაც გამოიკვლევენ. ნიმუშებს ლუგარის ლაბორატორიაში დღეს გაგზავნიან.
ხიზანიშვილის ინფორმაციით, ლაგოდეხის „ცხელების ცენტრში“ მოთავსებული მამაკაცის ნიმუშის ტესტირების პასუხიც უარყოფითია.
ლუგარის ლაბორატორიაში „პისიარ“ მეთოდით გამოკვლეული ყვარელში მცხოვრები კიდევ სამი ადამიანის ტესტირების შედეგიც უარყოფითია. მათ გუშინ სწრაფი ტესტით კორონავირუსი დაუფიქსირდათ.
ცნობისთვის, კახეთში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული პირველი შემთხვევა დადასტურდა. კოვიდ 19 ყვარელში სასწრაფო დახმარების ექიმს დაუდასტურდა.