ახალი ამბები

ყვარელში სამ მედიკოსს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ყვარელში სამი მედიკოსს, რომელსაც სწრაფი ტესტირების მიხედვით სავარაუდოდ ჰქონდა კორონავირუსი, PCR ტესტირებით კოვიდ 19-ით ინფიცირება არ დაუდასტურდა.
ლუგარის ლაბორატორიის პასუხი დღეს დილით გახდა ცნობილი.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რეგიონში ამ ეტაპზე კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული ერთი შემთხვევაა.
კოვიდ 19 გუშინ ყვარელში სასწრაფო დახმარების ექიმს დაუდასტურდა. მასთან კონტაქტი 147 ადამიანს ჰქონდა, საიდანაც PCR ტესტირება ჩაუტარდა 62 მოქალაქეს. ყველა მათგანის ტესტირების შედეგი ნეგატიურია.
ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ დანარჩენ 85 მოქალაქეს ტესტირება დღეს ჩაუტარდება და კორონავირუსზე გამოსაკვლევად ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნება. კვლევის შედეგები დღეს გვიან ღამე ან ხვალ დილით გახდება ცნობილი.