ყვარელში ინფიცირებული ექიმის კონტაქტების რაოდენობა 140-მდე გაიზარდა
ყვარელში ინფიცირებული ექიმის კონტაქტების რაოდენობა 140-მდე გაიზარდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით,აღნიშნული კონტაქტებიდან თითქმის ყველა პირი შემოწმებულია და კორონავირუსი ექიმთან კონტაქტში მყოფ სამ პირს დაუდასტურდა, საიდანაც ერთი სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლია.
„თითქმის ყველა შემოწმებულია. თუმცა კიდევ გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა. ჯერჯერობით სხვა არცერთ კონტაქტს საეჭვო სიმპტომები არ აღენიშნება“, – აღნიშნა ხიზანიშვილმა.
ცნობისათვის, კახეთის რეგიონში covid-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა დღეს დაფიქსირდა.
კოვიდინფიცირებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი,თუმცა მედიკოსის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.