ახალი ამბები

ყვარელში სწრაფი ტესტირებით კორონავირუსი კიდევ სამ ადამიანს გამოუვლინდა

ყვარელში კორონავირუსზე სწრაფი ტესტირება მიმდინარეობს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის განყოფილების უფროსმა განაცხადა, რომ სწრაფი ტესტირებით კორონავირუსი კიდევ სამ ადამიანს გამოუვლინდა.

ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, სამივე ადამიანის კორონავირუსით ინფიცირება საბოლოოდ PCR ტესტირებამ უნდა დაადასტუროს.

მისივე თქმით, შესაბამისი ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გაიგზავნა.

ცნობისთვის, კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

„კოვიდ 19“ ყვარელში სასწრაფო დახმარების ექიმს დაუდასტურდა. მედიკოსი ოთხ დღეში ერთხელ მორიგეობდა.
გარდა ამისა, იგი მუშაობს ევექსის ყვარლის ჰოსპიტალშიც. ეპიდემიოლოგები ყვარელში დამატებით გამოიკვლევებს აგრძელებენ.