“კორპორაცია ქინძმარაულმა” დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილებას საჩუქრად მანქანა გადასცა
სს “კორპორაცია ქინძმარაულმა” სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, კახეთში სამუშაოების ეფექტურად განხორციელების მიზნით ავტომობილი საჩუქრად გადასცა.
აღნიშნულ ინფორმაციას კომპანია საკუთარ ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.
,,ეს მანქანა გადაეცათ სამუშაოების ეფექტურად და დროულად განხორციელების მიზნით. მადლობას ვუხდით მედიკოსებს დაუღალავი შრომისა და გამძლეობისთვის”,– აცხადებენ კომპანიაში.