ახალი ამბები

წნორში ვენახები დაისეტყვა

სიღნაღში, ქალაქ წნორში მდებარე ვენახები დაისეტყვა.

ძლიერმა სეტყვამ რომელიც რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, დააზიანა ხეხილი და ვენახები.

ასევე დაისეტყვა სოფელ ანაგასა და ვაქირში ხეხილის ბაღები, ვენახები და მარცვლეული კულტურები.

სიღნაღის სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელის, ბონდო ბოლღაშვილის იფორმაციით, ახლა დგინდება კონკრეტულად რა ადგილები დაისეტყვა და რა ზარალი გამოიწვია სეტყვამ.

,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის ზემო ზონა, სადაც ნუკრიანი, ბოდბე, მაღარო, ზემო ბოდბე  და ულიანოვკა შედის გადარჩა სეტყვისგან. ახლა ვაზუსტებთ ქვემო ზონაში რომელ სოფლებში მოვიდა სეტყვა, რა დოზით და რა დააზიანა”,- განუცხადა knews.ge-ს ბონდო ბოლღაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერმა სეტყვამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებიც დააზიანა.