ნელი ხიზანიშვილი-კახეთში ეპიდსიტუაციის სრული სურათი ჯერ არ გვაქვს
ყვარელში, კორონავირუსის გამოვლენის შემდეგ ცოტა დროა გასული და ეპიდსიტუაციის სრული სურათი ჯერ არ გვაქვს”,-აღნიშნულ საკითხზე განცხადება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა ყვარელში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, მიმდინარეობს დაინფიცირებულ პირთან შეხებასი მყოფი პირების იდენტიფიცირება. მისივე თქმით, დაინფიცირებულ ექიმთან შეხებაში მყოფი პირების ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი.
,, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა და სრული სურათი არ გვაქვს ჯერ. ქალბატონის კონტაქტების დიდი ნაწილი უკვე მოძიებულია. მათ შორის არიან ყვარლის სასწრაფო დახმარების განყოფილების თანამშფრომლები, რომლებსაც გუშინ ჩაურტარდათ კვლევა და ყველა არის უარყოფითი.
რაც შეეეხება ევექსის კლინიკას, სადაც ეს ქალბატონი მუშაობდა, ყველა კონტაქტის ნიმუშები აღებულია და გადაგზავნილია ლუგარის ცებტრში.
ჯერჯერობით მეზობლებთან და ნათესავებთან მისი კონტაქტი არ ფიქსირდება, თუნცა ამ მიმართულებით მაინც მიდის მუშაობა”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილნა.