კორონავირუსის სიმპტომებით ლაგოდეხის ე.წ. ცხელების ცენტრში მამაკაცი მოათავსეს
ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ლაგოდეხის ე.წ. ცხელების ცენტრში მამაკაცი მოათავსეს. მას ტემპერატურა აღენიშნება.
როგორც ირკვევა, პაციენტი რუსთავში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცის მამაა. ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახი წარმოშობით ლაგოდეხის მუნიციალიტეტიდან არის.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალაზრდას მამა, რომელიც მშობლიურ სოფელში ქვემო გურგენიანში იყო ჩასული, ლაგოდეხის “ცხელების ცენტრში” გადაიყვანეს. მამაკაცს ამ დროისთვის სიცხე აქვს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ლაგოდეხში ნუნუ ნოზაძე ამბობს, რომ თავად რუსთავში ინფიციფებული ახალგარზდა ლაგოდეხში, ქვემო გურგენიანში მარტის ბოლოს იმყოფებოდა, მამა კი სოფელში ახლახანს ჩავიდა.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით დაავადებულ ახალგაზრდას სოფელში 90 წლამდე პაპა ჰყავს, რომელსაც სხვადასხვა სახის დაავადება აქვს.
როგორც რადიო ,,ჰერეთს” ნუნუ ნოზაძემ განუცხადა ამ დროისთვის სოფელ ქვემო გურგენიანში COVID-19-ით ინფიცირებული ახალგაზრდის ოჯახის 15-მდე კონტაქტია მოძიებული, ისინი თვითიზოლაციში გადავიდნენ.
დღეს კახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა.