დაინფიცირებული ექიმის ოჯახის წევრებს სწრაფი ტესტირება დღესვე ჩაუტარდებათ
,,მოძიებულია დაინფიცირებული ექიმის ოჯახის წევრების კონტაქტები”, – განაცხადა კახეთის გუბერნატორმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.
ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ დაახლოებით ერთ საათში დაიწყება ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების სწრაფი ტესტირება.
,,ადგილობრივი შტაბი დილიდან შეკრებილია, ეპიდემიოლოგები კი მუშაობენ ყველა კონტაქტის დადგენაზე. დაინფიცირებული ქალბატონი ევექსის კლინიკაში იყო ექიმი, მოძიებულია ოჯახის წევრების კონქაქტებიც. დაახლოებით ერთ საათში უკვე დავიწყებთ ყველა ამ მოძიებული კონტაქტების სწრაფი ტესტებით გამოკვლევას”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, კახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. კოვიდ 19 ყვარელში, სასწრაფო დახმარების ექიმს დაუდასტურდა.
,,დაახლოებით ერთ საათში უკვე დავიწყებთ ყველა ამ მოძიებული კონტაქტების სწრაფი ტესტებით გამოკვლევას. ძნელია თქმა დაზუსტებით ვინ არის წყარო. ასევე. მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ციფრს სჭირდება გადამოწმება, გაჟღერდა ინფორმაცია რომ 60 პაციენტთან იმყოფებოდა გამოძახებაზე რაც სიმართლეს არ შეესაბამება. გაცილებით ნაკლებ პაციენტთან არის ნამყოფი, ყველა გამოძახებაზე გასვლა დათვლილია, ვიცით ასევე ყველა თანამშრომელი. ის ადამიანები, რომლებიც ამ შემთხვევის გამო რისკ ჯგუფში არიან. მათ გადავიყვანთ კარანტინში. მზად გვაქვს უკვე კარანტინის სივრცე, მკაცრი თვითიზოლაცია იქნება, ჯერჯერობით საუბარი ქალაქის ან რომელიმე სეგმენტის ჩაკეტვაზე არ არის”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.