ახალი ამბები

თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოქმედი ცხელების ცენტრი გაუქმდა

თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოქმედი ცხელების ცენტრი აღარ ფუნქციონირებს.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა ონლაინ ფორმატში არასამთავრობო და მედიის წარმომადგენლებთან წარდგენილი ანგარიშის დროს განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება შესაბამისმა სამსახურებმა და მედიკოსებმა ერთობლივად მიიღეს.

,,კახეთში ეპიდსიტიუაცია არის სტაბილური და კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს. ამ დროისთვის კახეთში სამი ცხელების ცენტრი განაგრძობს მუშაობას: თელავში, საგარეჯოსა და ლაგოდეხში. ერთი ცხელების ცენტრის გაუქმების გადაწყვეტილება მედიკოსებმა მიიღეს, რადგან ამდენი ცენტრის ფუნქციონირება სიტუაციიდან გამომდინარე არ იყო საჭირო”,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.