ახალი ამბები

კახეთში კორონავირუსზე PCR ტესტირების ჩატარება იგეგმება

კახეთის რეგიონში კორონავირუსზე PCR ტესტირება სავარაუდოდ უახლოეს მომავალში დაიწყება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა, რომ უწყებას უკვე გადასცეს შესაბამისი აპარატი, რომელიც ადგენს აქვს თუ არა მოქალაქეს კორონავირუსი.

ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, შესაბამისი გადამზადება უკვე გაიარეს იმ სპეციალისტებმა, რომლებიც კოვიდ 19-ზე მოქალაქეებს კახეთის რეგიონში გამოიკვლევენ.

“რადგან ფართოვდება ტესტირების რაოდენობა და სამომავლოდ შესაძლოა ავიდეთ 2000 და 3000 მოქალაქის ტესტირებაზე, საჭიროა ბევრი ლაბორატორია. ამჟამად კორონავირუსზე ტესტირებას 12 ლაბორატორია ატარებს.

კახეთში ასეთი ლაბორატორია არ გვაქვს, თუმცა PCR ტესტირების ჩატარება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ბაზაზე იგეგმება”, – განუცხადა knews.ge-ს ნელი ხიზანიშვილმა.