გიორგი ბოტკოველი- მთავრობა თვითდასაქმებულ მევენახეებზე არ ზრუნავს
ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, პარტიის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას იწუნებს და ხარვეზებზე საუბრობს.
გიორგი ბოტკოველმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში მევენახეებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ეს არ არის ხალხის და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა.
,,ანტიკრიზისულ გეგმაში ვერ მოხვდა თვითდასაქმებული მევანახე, რომლის ძირითადი შემოსავალი სოფლის მეურნეობაა. 300 ლარიანი ვაუჩერი, რომელსაც თვითდასაქმებული სპეციალური ცნობის წარდგენის შემდეგ მიიღებს, ხალხის მორიგი მოტყუბაა.
სოფელ ბუშეტში შევხვდით მევენახეებს და თუნდაც ამ სოფლის მაგალითზე, რომ ვთქვათ, ხალხი არის დასაქმებული სოფლის მეურნეობაში.
მათ სად უნდა აიღონ ცნობა, რომ მიიღონ დახმარება? ეს არის ხალხის მოტყუების მცდელობა. მოვუწოდებ მთვარობას, გაითვალისწინონ ამ ხალხის მდგომარეობა”, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
მისივე თქმით, ის თვითდასაქმებულ მოქალაქეებს სხვა სოფლებშიც შეხვდება