კახეთი მწვანე ზონაშია და კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება
ამ ეტაპზე კახეთის რეგიონში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, ბოლო მონაცემებით კორონავირუსის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.
ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, გუშინ კოვიდ 19-ზე ლუგარის ლაბორატორიაში კახეთიდან გაგზავნილი 70 მედპერსონალის, საკარანტინო სივრცეებსა და ცხელების ცენტრებში მოთავსებული 12 პაციენტის ნიმუში გამოიკვლიეს, თუმცა ყველა ტესტირების შედეგი უარყოფითია.
მისივე თქმით, თვითიზოლაციაში რჩება 18 მოქალაქე. კარანტინში, 11 ლოკაციაზე, კი იმყოფება 502 ადამიანი.
“საეჭვო სიმპტომელის მქონე პაციენტებიდან ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. მედპერსონალის ტესტირებაც აქტიურად მიმდინარეობს”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.