ახალი ამბები

კახეთში 82 მოქალაქეს, მათ შორის 70 მედპერსონალს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

კახეთის რეგიონი კვლავ მწვანე ზონაშია და ეპიდსიტუაცია სტაბილურია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში 82 ანალიზის ნიმუში გაიგზავნა, თუმცა არც ერთ შემთხვევაში კორონავირუსი არ დადასტურდა.

ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, კოვიდ 19-ზე გამოიკვლიეს 70 მედიკოსი და კარანტინის ზომებსა და ცხელების ცენტრებში მოთავსებული 12 პაციენტი.
“საბედნიეროდ ჩვენს რეგიონში ისევ არ დაფიქსირებულა კორონავირუსი. თვითიზოლაციაში რჩება 18 მოქალაქე, მედიკოსების მეთვალყურეობა 1 ადამიანს მოეხსნა. კარანტინში, 11 ლოკაციაზე, კი 502 მოქალაქე იმყოფება”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.