სოფელ ძირკოკში უძველესი სამარხი აღმოაჩინეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში უძველესი სამარხი აღმოაჩინეს.
სამარხს ერთ-ერთმა ადგილობრივმა საკუთარი სახლის ეზოში, სამუშაოების დროს მიაგნო და შესაბამის სამსახურებს შეატყობინა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის სამსახურის სპეციალისტის თამაზ მარკოზაშვილის ინფორმაციით, წინაწარი დათვალიერებით ის სავარაუდოდ საოჯახო აკლდამაა და მეოთხე-მეხუთე საუკუნეებს განეკუთვნება.
,,მსგავსი სამარხი სოფელში სხვა ადგილზეც აღმოჩნდა. სამარხი ნაშენია გათლილი ფილა ქვებით და შიგნით დამარხულია რამდენიმე ადამიანი. ეს კი იმაზე მიგვანიშნებს, რომ მეოთხე-მეხუთე საუკუნეში სოფელი დასახლებული პუნქტი ყოფილა. სამარხი არქეოლოგიურ შესწავლას საჭიროებს”,- აცხადებს მარკოზაშვილი.