კახეთში 26 მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია და ამ დრომდე კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
როგორც knews.ge-ს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განუცხადა, გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში ცხელების ცენტრებიდან და კარანტინის ზონიდან 26 ნიმუში გაიმოიკვლიეს, თუმცა არც ერთ შემთხვევაში COVID 19 არ დადასტურდა.
“გუშინ ცხელების ცენტრებიდან 17, ხოლო კარანტინის ზონიდან კი 9 ნიმუში გაიგზავნა. ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ნეგატიურია”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
მისი განმარტებით, კახეთში კარანტინში, 11 ლოკაციაზე, 578 მოქალაქე იმყოფება. თვითიზოლაციაში 7 მოქალაქე რჩება, ხოლო მედიკოსების მეთვალყურეობა კი 2 ადამიანს მოეხსნა.