27 აპრილიდან მსუბუქი ავტომობილებისა და ტაქსების გადაადგილება ნებადართული იქნება – ვიდეო
27 აპრილიდან მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება, ტაქსების ოპერირება, ონლაინ ვაჭრობა, მიტანის სერვისები და ღია აგრარული ბაზრების საქმიანობა ნებადართული იქნება.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ შეზღუდვები მოეხსნება ყველა კომპანიას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ პროტოკოლს აკმაყოფილებს.
ავტორი: თორნიკე ხალხელაური