ახალი ამბები

კახეთში 36 მოქალაქიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა

კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია და ამ დრომდე კორონავირუსით დაინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

დაავადებათა ცენტრისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, 24 აპრილს ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნეს 36 ნიმუში საკარანტინე სივრცეებიდან და ცხელების ცენტრებიდან, თუმცა არც ერთ შემთხვევაში კოვიდ 19 არ დადასტურდა.

ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, ე.წ. ცხელების ცენტრებიდან და საკარანტინო სივრცეებიდან კორონავირუსზე ანალიზის სინჯებს ყოველდღე იღებენ.

,,კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია. დღეის მდომარეობით Covid 19-ის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს. კახეთში ე.წ ცხელების ცენტრები ყოველდღიურ რეჟიმში იღებენ პაციენტებს.
საეჭვო პაციენტებიდან ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილი.

მისივე თქმით, ამ დროისთვის კახეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 12 მოქალაქე რჩება, სპეციალისტების მეთვალყურეობა 4 ადამიანს მოეხსნა.

კარანტინში, 10 ლოკაციაზე, კი 582 მოქალაქე იმყოფება.