ახალი ამბები

როგორ განვასხვავოთ გრიპი, გაციება და კორონავირუსული ინფექცია

ვირუ­სე­ბის აფეთ­ქე­ბის პე­რი­ოდ­ში, შე­საძ­ლოა, ალერ­გი­აც გამ­წვავ­დეს. გა­ცი­ვე­ბის ვირუსის მახასიათებლები – ცე­მი­ნე­ბა, თა­ვის ტკი­ვი­ლი, მო­თენ­თი­ლო­ბა, შე­საძ­ლოა, ალერ­გი­ა­შიც აგვერიოს. 

ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელის, მაია გოთუას განმარტებით, გრიპი იწყება უეცრად, კორონავირუსული ინფექცია კი, თანდათანობით. ამ დროს უკვე მცენარეთა ყვავილობის პერიოდიც ემთხვევა რასაც თვალების ქავილი, სურდო, ცემინება ახასიათებს.

,,ალერგიის მახასიათებლები გავს ჩვეულებრივ ვირუსულ ინფექციას რაც შესაძლოა, ახლდეს კორონავირუსულ ინფექციასაც. ალერგიის დროს, ადამიანების გარემოსთან კონტაქტის შემდეგ იწყება სიმპტომები, სურდო და ცემინება. ვირუსული ინფექცია კი, ადამიანს მთელი დღის მანძილზე აქვს.

კორონავირუსული ინფექციის მთავარი ნიშანი ცხელებაა, ამიტომ პირველ რიგში ხდება ტემპერატურის შემოწმება. ხშირი სიმპტომია ხველაც, რომელიც შეიძლება იყოს მშრალი, იშვიათად სველი. ცხელებაც და ხველაც შეიძლება ასევე იყოს გამოხატული გრიპის დროს, მაგრამ ამ დროს დასაწყისი არის უეცარი, რაც მას უფო ალერგიასთან აახლოვებს, მაგრამ კორონავირუსული ინფექციის დროს, კატარალური მოვლენები ურო იშვიათია”.

 

კორონავირუსის ტიპური სიმპტომები:
–    სიცხე;
–    მშრალი ხველა;
–    სუნთქვის გართულება;
–    კუნთების ტკივილი;
–    დაღლილობა/სისუსტე;

იშვიათი სიმპტომები: ნახველი, თავის ტკივილი, სისხლიანი ნახველი, დიარეა.

ახალი კორონავირუსის არატიპური სიმპტომებია:
–    სურდო;
–    ყელის ტკივილი.

 

კორონავირუსის ინკუბაციის პერიოდი 2-დან 14 დღემდეა. რამდენ ხანს რჩება ვირუსი გადამდები დაავადების გამოვლენამდე, ჯერჯერობით, უცნობია. ასევე უცნობია, პირველი სიმპტომების გამოვლენიდან, რამდენ ხანსაა ვირუსი გადამდები.

 

ექიმების რჩევით, გრიპისა და კორონავირუსული ინფექციის პრე­ვენ­ციაა ექიმ­თან დრო­უ­ლი ვი­ზი­ტი, რომ სწრა­ფად მოხ­დეს პრობლმების აღ­მო­ფხვრა. პრე­ვენ­ცი­აა ხე­ლე­ბის ხში­რი და­ბა­ნა, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში მოხ­ვედ­რის­გან თა­ვის არი­დე­ბა, და­ა­ვა­დე­ბულ­თან კონ­ტაქ­ტის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბა, ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბის დაც­ვა, სა­კუ­თა­რი ჭურ­ჭლის ქონა. ალერ­გი­ის შემ­თხვე­ვა­ში კი, დრო­უ­ლი მი­მარ­თვა ალერ­გო­ლოგ­თან.