სისხლის დონაციის აქციას ყვარელში 150-მდე ადამიანი შეუერთდება
„გაიღე სისხლი -გადაარჩინე სიცოცხლე“ ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას ქართული ოცნების ყვარლის რაიონული ორგანიზაცია, მერია, საკრებულო და მოქალაქეები შეუერთდნენ.
ორგანიზაციის წევრები, მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, მოხალისეები და მოქალაქები სისხლს აბარებენ.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის, როსტომ სესიაშვილის ინფორმაციით, აქციის მიზანს ახალი კორონა ვირუსით ინფიცირებული მოქალაქეების დახმარება და სისხლის დეფიციტის შევსება წარმოადგენს.
,,ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდების კვალდაკვალ, დაახლოებით 150-მდე ადამინი გაიღებს სისხლს. მათ შორის პარტიის წევრები, მხარდამჭერები და მოქალაქებიც არიან. ეს დიდი მოტივაციაა და მოვუწოდებ სხვებსაც, შეიტანონ თავისი წვლილი ამ ბრძოლაში”, – განაცხადა როსტომ სესიაშვილმა.
სისხლის თბილისის სისხლის გადასხმის სადგურის მედიკოსები იღებენ. აქცია დღის ბოლომდე გაგრძელდება.