კახეთის რეგიონში 3 მაჟორიტარული ოლქის შექმნა განიხილება
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, 30 მაჟორიტარული ოლქიდან კახეთში 3 ოლქის შექმნა განიხილება.
მაჟორიტარული ოლქების სავარაუდო განაწილების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძეს განცხადებით, 30 მაჟორიტარული ოლქიდან 12 დასავლეთ საქართველოში იქნება, ხოლო 18 აღმოსავლეთ საქართველოში.
,,გამომდინარე იქიდან, რომ უნდა გავითვალისწინოთ რეგიონების სპეციფიკა, საზღვრები და სხვა შესაბამისი ფაქტორები, დიდი ლავირების საშუალება არ არის. აქედან გამომდინარე საკითხი არის არსებითად ტექნიკური. საკმაოდ მსხვილი ოლქები ყალიბდება ახალი გადანაწილების საფუძველზე, რიგ შემთხვევაში იქნება 4-5 მუნიციპალიტეტი ერთ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რაც ცვლის პრინციპში მაჟორიტარული არჩევნების სპეციფიკას გარკვეულწულად, თუმცა, ეს არის ახალი რეალობა, რომლის მიხედვითაც უნდა ჩამოვაყალიბოთ ახალი საზღვრები“.
მისივე განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარული ოლქები შემდეგნაირად გადანაწილდება: აჭარა – 3, გურია – 1, სამეგრელო 3, რაჭა -ლეჩხუმ- სვანეთი – 1, იმერეთი – 4 , თბილისი – 7, შიდა ქართლი -2, კახეთი – 3, ქვემო ქართლი – 3, სამცხე- ჯავახეთი – 2, მცხეთა-მთიანეთი – 1.