რა პრობლემებს ქმნის თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობა
წლებია, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა თელავში მოუგვარებელია. ადგილობრივები ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ და ამ საკითხის მოგვარებას სთხოვენ.
ისინი ამბობენ, რომ ამ პრობლემის გამო სოფლებში მცხოვრებ მოქალაქეებს მუნიციპალურ ცენტრში ჩასვლის სერიოზული პრობლემა ექმნებათ.
მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი თელავში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რადგან სხვადასხვა კულტურული ღონისძიება ქალაქ თელავში საღამოობით ტარდება, ამ პრობლემის გამო კი ისინი სხვადასხვა აქტივობაში ჩართვას ვერ ახერხებენ.
იხილეთ ამავე საკითხზე მომზადებული მულტიმედია მასალა: