გურჯაანის მერის პირველ მოადგილედ შესაძლოა თეიმურაზ ზავრაშვილი დაინიშნოს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ შესაძლოა თეიმურაზ ზავრაშვილი დაინიშნოს.
მერის ამჟამინდელი პირველი მოადგილე სიმონ ქოჩორაშვილი კი ლელა თევდორაშვილის ადგილზე მოიაზრება. თევდორაშვილმა არჩილ ხანდამაშვილის მოადგილის პოსტი გუშინ დატოვა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი პირველ მოადგილედ თეიმურაზ ზავრაშვილის დანიშვნას ამ ეტაპზე არ ადასტურებს.
“მერის პირველ მოადგილედ თეიმურაზის გადმოსვლას ვერ დავადასტურებ, რადგან კანდიდატებზე მსჯელობა ისევ მიდის. დეტალები ჯერ კიდევ გასავლელია”, – განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.
ლელა თევდორაშვილი კი ისევ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანებას უხელმძღვანელებს. ის გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობას 2019 წლის თებერვლიდან იკავებდა.