სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერს ახალი მოადგილე ყავს
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში საკადრო ცვლილებები განორციელდა.
დღეს, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა და მუნიციპალიტეტის მერმა, თანამშრომლებს მერის ახალი მოადგილე, მალხაზ ბეგიაშვილი წარუდგინეს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ მალხაზ ბეგიაშვილი მერიაში ფინანსების, ეკონომიკის და ინფრასტუქტურის სფეროებს ჩაიბარებს.
უწყების ინფორმაციით, ყოფილი მოადგილე თეიმურაზ ბალარჯიშვილი კი მერის მრჩევლის სტატუსით გააგრძელებს საქმიანობას.