პოლიციამ ქურდობის ბრალდებით დედოფლისწყაროში 2 პირი დააკავა
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დედოფლისწყაროში ერთ-ერთი მოქალაქის ავტომობილი გაქურდეს, საიდანაც აკუმულატორი და მაგნიტოფონი მოიპარეს, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალნენ.
უწყების ინფორმაციით, პოლიციამ ორივე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ” და ,,დ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.