ახალი ამბები

საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა კახეთში- ინფოგრაფიკა

ბოლო 3 წლის მანძილზე, საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახთა რაოდენობა, ასაკობრივი ჯგუფი და სახელმწიფოს მიერ გაცემული თანხის რაოდენობა საგრძნობლად იცვლება.

მხოლოდ აღნიშნული მიმართულებით, მთავრობა კახეთის რეგიონში ყოველწლიურად მილიონობით ლარს ხარჯავს, თუმცა დახმარების მიმღებთა სოციალური მდგომარეობა არ იცვლება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წელს, კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში საარსებო შემწეობას 52 103 ოჯახი იღებდა, რაზეც 2 მილიონ 346 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა, 2018 წელს 46 683 ოჯახზე გაიცა 2 მილიონ 168 ათას ლარზე მეტი.  20219 წელს კი 41743 ოჯახზე დაიხარჯა 2 მილიონ 570 ათას ლარზე მეტი.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად იცვლება. 

სააგენტოს მონაცემებით, 8 მუნიციპალიტეიდან ყველაზე მეტი შემწეობის მიმღები პირი გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. მათი მონაცემებით, აღნიშნულ მუნიციპალიტეტში საარსებო შემწეობას 2017 წელს 7439 პირი იღებდა, 2018 წელს 9 530, ხოლო  2019 წელს კი 7439.

იხილეთ ამავე თემაზე:

სოციალური პოლიტიკა თელავში – პრობლემები და გამოწვევები