პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა
საქართველოს პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა. უმარვლესობის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი მხოლოდ 101-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 3 კანონმდებელი წვიდა, თუმცა კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პლენარულ სესიაზე 12 ნოემბერს დაიწყო.
უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს, რისთვისაც აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებები. ცვლილებების მიხედვით, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება.
ნულოვანი ბარიერით არჩევნების ჩატარება 2024 წლის საპარლამენტო არჩვნების დროს იგეგმებოდა, თუმცა20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შემდეგ პარტია”ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარდება.
პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც არანაკლებ 5 000 ამომრჩევლის ხელმოწერა ექნება. ამომრჩევლის ხელმოწერებით მხარდაჭერის დადასტურებისგან თავისუფლდებიან ის პარტიები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნებში და მიიღეს სულ ცოტა 15 000 ხმა. ასევე, ხელმოწერებისგან თავისუფლდებიან პარტიები, რომელთა კანდიდატმაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მიიღო სულ ცოტა 15 000 ხმა.