სოფელ ლამბალოს სკოლის 7 მოსწავლე მოიწამლა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი სოფელ ლამბალოს სკოლის 7 მოსწავლე სავარაუდოდ საკვებით მოიწამლა.
სკოლის დირექტორის, დავით როსტომაშვილის ინფორმაციით, სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს მოზარდები შეუძლოდ გახდნენ. 11 წლის მოსწავლეები პირღებინებისა და სისუსტის ჩივილით საგარეჯოს „ჯეო – ჰოსპიტალის“ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დირექტორის თქმით, შვიდივე მოსწავლემ სკოლის შენობის გვერდით სასურსათო მაღაზიაში ნაყიდი ლიმონათი და ქადა მიიღო.
მედიკოსების ინფორმაციით, მოსწავლეებს ჩაუტარდათ შესაბამისი მკურნალობა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობს დამაკმაყოფილებელია. ყველა მათგანი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
ნიკოლოზ ესიტაშვილი