საგარეჯოში 14 წლის გოგოს გაუპატიურების საქმეზე ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 14 წლის გოგოს მოტაცების და გაუპატიურების საქმეზე ბრალდებული სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. დაკავებულს სახელმწიფო ბრალდება 2015 წელს მომხდარ ფაქტს ედავება.
დღევანდელ სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას დაკავებულის ადვოკატი 5000- ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა. სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, რომ 14 წლის გოგოს გაუპატიურებაში სავარაუდო ბრალდებულის წინააღმდეგ გამოძიება 2015 წლის 9 დეკემბერს, საგარეჯოს რაიონულ სამმართველოში დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, ლ. ბ. -ს თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე. ქ. ბ.-ს, დაუსწრებლად წარედგინა ბრალი 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე, ხოლო 2016 წლის 15 ივნისს მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.
უწყების ცნობით, 2019 წლის 4 აპრილს, სკოლის მასწავლებლის განცხადების საფუძველზე გამოიკითხა ლ. ბ., სადაც საქმეზე გამოკითხულმა განმარტა, რომ იგი ცოლად გაჰყვა ძებნილ ქ. ბ.-ს. შემთხვევაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.