ყურძნის ბირჟა-ონლაინ პლატფორმა მევენახეების დასახმარებლად
“ყურძნის ბირჟა” – მევენახეების დასახმარებლად ინტერნეტპლატფორმა შეიქმნა, რომლის საშუალებთაც ყურძნის ინტერნეტით გაყიდვაა შესაძლებელი.
პროექტის ავტორები ამბობენ, რომ ღვინის ქარხნები ყურძენზე დაბალ ფასს შეთანხმებულად ადგენდნენ, ამიტომ მევენახე რომელიც მოსავლის მოსაყვანად ყველაზე მეტს შრომობს, უკმაყოფილო რჩება.
პროექტის ხელმძღვანელმა გიგა გოთოშიამ განაცხადა, რომ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად შეიქმნა ვებსაიტი http://rtveli.service.ge, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს მცირე და საშუალო მევენახეებს მოიძიონ სასურველი მყიდველი, დააბინავონ მოსავალი.
პლატფორმა საფუძველს ჩაუყრის ბაზარზე ყურძნის სამართლიანი ფასის ჩამოყალიბებას.
,,გავაკეთეთ ყურძნის ბირჟა, რომელიც იმედია, გამოიწვევს ყურძენზე სამართლიანი საბაზრო ფასის ფორმირებას. დღეს მევენახე, წვრილი თუ საშუალო, ვინც ვაზს უვლის, მოსავალი მოყავს – მძიმე მდგომარეობაშია. ხარისხის შესაბამის ფასად ყურძნის რეალიზაცია თითქმის შეუძლებელია.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად სახელდახელოდ გავაკეთეთ ვებსაიტი, სადაც შეიძლება მყიდველმა და გამყიდველმა დადონ განცხადებები და გაყიდონ მოსავალი სასურვებ ფასში.
საიტი ამჟამად იხვეწება, მომავალში ვგეგმავთ უფრო სასარგებლო და ინფორმატიული გავხადოთ, მაგრამ ის უკვე მუშაა და თავისი ფუნქციის შესრულება შეუძლია.
“გვინდა წელს ერთი-ორ მევენახეს მაინც დავეხმაროთ, რომ ყურძენი სასურველ ფასად გაყიდონ, ხოლო მყიდველმა კი კარგი ყურძენი შეიძინოს სამართლიან ფასად”, – განაცხადა გიგა გოთოშიამ.
მათივე განმარტებით, საიტზე განსათავსებლად ყურძნის გაყიდვათან დაკავშირებით განცხადება უნდა შეიცავდეს ძირითად ინფორმაციას ყურძნის ჯიშის, ხარისხის, რაოდენობის, სასურველი ფასის, რთველის მოსალოდნელი თარიღის და სხვა პირობების შესახებ.
ყიდვის განყოფილებაში კი განთავსდება მოთხოვნები სასურველი ჯიშის ყურძნის შესყიდვის რაოდენობა, ფასსა და სხვა პარამეტრებზე.