სოფელ ველისციხეში ღვინის ქარხანაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში “კახური ტრადიციული მეღვინეობის” ქარხანაში განთავსებულ სასწორზე, სამართალდამცველებმა კუსტარულად დამზადებული მოწყობილობა აღმოაჩინეს, რომელიც მოსავლის ჩაბარების დროს ყურძნის წონას ზრდიდა. ყურძნის გადამამუშავებელი ქარხნის ხელმძღვანელობამ თავად მიმართა საგამოძიებო უწყებებს.
კომპანიაში ვარაუდობენ, რომ მექანიზმი ყურძნის ჩაბარებით დაინტერესებულმა მხარემ დაამონტაჟა.
როგორც Knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დაიწყო, რაც თაღლითობას გულისხმობობს.