გურჯაანში ყოფილი პიონერთა ბანაკი „ზიარი“ ელექტრონულ აუქციონზე იყიდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიარში, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით ყოფილი პიონერთა ბანაკი „ზიარი“ ელექტრონულ აუქციონზე იყიდება. ბანაკი თითქმის მთლიანად არის ამორტიზებული.
კურორტი ზღვის დონიდან 850 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და გამოირჩევა მრავალფეროვანი ბუნებით და უნიკალური მიკროკლიმატით.
აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორმა სასტუმრო-კომპლექსის მოსაწყობად 4 000 000 ლარზე მეტი ინვესტიცია უნდა განახორციელოს და არანაკლებ 30 ნომრიანი სასტუმრო ააშენოს.
პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის განვითარებას და ინვესტორებს მისცეს შესაძლებლობა ტურისტულად აქტიურ ზონებში, უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო-კომპლექსები.