თელავში შვილმა დედა დაჭრა
ქალაქ თელავში, რუსთაველის გამზირზე, 25 წლამდე ქალმა დედას ცივი იარაღით მიაყენა ჭრილობა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.
მომხდარს წინ უძღოდა მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება. ქალს ჭრილობა ხელის არეში აქვს მიყენებული. სამართალდამცავებმა დანაშაულში ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
როგორც “კახეთის ხმას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნიკოლოზ ესიტაშვილი