პრეზიდენტი საგარეჯოში ნუშისა და ლავანდას პლანტაციებს ესტუმრა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგარეჯოს რაიონში ნუშისა და სიღნაღის რაიონში ნუკრიანის ლავანდას პლანტაციები დაათვალიერა.
პლანტაციებს პრეზიდენტი მცირე და საშუალო აგროპროექტების განვითარების მხარდაჭერის ფარგლებში ესტუმრა.
მისი თქმით, საქართველოს ყველა რეგიონს სხვადასხვა მიმართულებების თვალსაზრისით, განვითარების უდიდესი პოტენციალი გააჩნია, რომელსაც ათვისება სჭირდება.
მისი თქმით, საქართველოს ყველა რეგიონს სხვადასხვა მიმართულებების თვალსაზრისით, განვითარების უდიდესი პოტენციალი გააჩნია, რომელსაც ათვისება სჭირდება.
ევროპაში ყველაზე დიდი ნუშის პლანტაცია კახეთში ,,აჭარა გრუპის” 40 მილიონიან ინვესტიციას წარმოადგენს და ის 2017 წელს 2 000 ჰექტარზე გაშენდა. აგროპროექტში ,,უდაბნო” 500 ადგილობრივია დასაქმებული. ინვესტორები სამომავლოდ აგროტურიზმის განვითარებასაც გეგმავენ.
პრეზიდენტმა სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანში ლავანდას პლანტაცია დაათვალიერა, რომელიც ადგილობრივი ინვესტიციით 2015 წელს გაშენდა და საქართველოსთვის არადამახასიათებელი, განსაკუთრებული სილამაზის ლავანდას ბაღების გამო ნუკრიანი ტურისტებისთვის ერთ-ერთ მიმზიდველ ლოკაციად იქცა.