კახეთში უკონტაქტო პატრულის რაოდენობა გაორმაგდა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში უკონტაქტო პატრულის რაოდენობა გააორმაგა.
შსს-ს რეფორმებისა და ანალიზის სამმართველოს უფროსის, ბექა ლილუაშვილის ინფორმაციით, მარტიდან უკვე არსებულ მიმართულებებზე, სადაც უკონტაქტო პატრულირება ხორციელდება, გაორმაგებული რესურსი მოქმედებს. ლილუაშვილის თქმით, უკონტაქტო პატრულირება კახეთში ქალაქ თელავში ხორციელდება.
„ჩვენ დავამატეთ კახეთის მიმართულება, რომელიც ამ რეფორმით აქამდე არ იყო მოცული და არსებულ მიმართულებებზე გავაორმაგეთ რესურსები. ქალაქ თელავში მოქმედებენ უკონტაქტო პატრულის ეკიპაჟები. წინასწარ განსაზღვრულ გამოყოფილ ტერიტორიებზე, სადაც განთავსებულია შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები, ახორციელებენ უკონტაქტო პატრულირებას,“ – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი