აზერბაიჯანულმა მხარემ უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა შესაძლოა ისევ ჩაკეტოს
დავით გარეჯის მამათა მონასტერში მოღვაწე არქიმანდრიტი კირიონი აცხადებს, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა შესაძლოა ისევ ჩაკეტოს.
მამა კირიონის ინფორმაციით, დავით გარეჯის მონასტრის ტერიტორიაზე აზერბაიჯანულმა მხარემ კონტიგენტი 17-18 კაცამდე გაზარდა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მონასტრის ტერიტორიაზე მომლოცველები და ტურისტები თავისუფლად გადაადგილდებიან და მათ ამ მხრივ სირთულე არ აქვთ.
„ვითარება მშვიდია. მომლოცველიც და ტურისტიც ჩვეულებრივ დაუბრკოლებლად მიდის მონასტერთან, მაგრამ უცნაური რაც ხდება, ის არის, რომ გუშინ აზერბაიჯანულმა მხარემ კონტიგენტი გაზარდა. მათი კონტიგენტი 17-18 კაცი გახდა. მანამდე მხოლოდ 2 კაცი პატრულირებდა. გაუგებარია, რატომ გააძლიერეს ასე, რატომ აძლევენ ამის უფლებას. მდგომარეობა მშვიდია იმ მხრივ, რომ დავდივართ. ამას თუ ჰქვია სიმშვიდე და სხვას არაფერს, მაშინ მშვიდია“, – განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.
ნიკოლოზ ესიტაშვილი