თუშეთის გზაზე გარდაცვლილი კაცის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა
თუშეთის გზაზე, ჰესის მშენებლობაზე გარდაცვლილი კაცის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა, ერთ-ერთი ვერსიით, მუშას თხევადი აირის ბალონი დაეცა.
კაცი სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.
მომხდარის გამო, ამ დრომდე ჰესზე მიმდინარე სამუშაოები შეჩერებულია.
ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.