„პატრიოტთა ალიანსმა“ თელავში საპროტესტო აქცია გამართა
პარტია “პატრიოტთა ალიანსმა” თელავის მთავარ მოედანზე საპროტესტო მსვლელობა გამართა.
„არა ომს“, „რუსთავი-2“ პროვოკატორია“, „არა ნაცებს“ – ამ ტრანსფარანტებით აქციის მონაწილეებმა საყვირების ფონზე ქალაქის მთავარ მოედანს რამდენიმეჯერ შემოუარეს.
„პატრიოტთა ალიანსის“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელის, არჩილ თვალიაშვილის განცხადებით, აქციის მიზანია პროვაკატორების განცხადებების დაგმობა და ამავე დროს ხელისუფლებას მიაწვდინონ ხმა, რომ დაპირისპირებულ ქვეყნებთან ურთიერთობა დიპლომატიური ხერხებით უნდა მოგვარდეს.
„აქციის მიზანია პროვაკატორების განცხადებების დაგმობა. მტრულად განწყობილ ქვეყანასთანაც კი, დიპლომატიის და დიალოგის გზით უნდა მოგვარდეს ურთიერთობა და არა პროვოკაციითა და შეურაცხმყოფელი განცხადებებით“, – განაცხადა არჩილ თვალიაშვილმა.
ნიკოლოზ ესიტაშვილი