პარლამენტის თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე აირჩიეს
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გახდა. თალაკვაძის კანდიდატურას პარლამენტის 94-მა წევრმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრა ფარული იყო და არჩევის პროცესში მონაწილეობდა ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ პლენარულ სხდომათა დარბაზში სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.
კენჭისყრამდე არჩილ თალაკავაძემ პარლამენტს 20- წუთიანი გამოსვლით მიმართა.
როგორც თალაკვაძემ განაცხადა, ყველაფერს გააკეთებს და ძალისხმევას არ დაიშურებს იმისთვის, რომ პარლამენტში იყოს მშვიდი და საქმიანი ვითარება.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებს.
სახელმწიფო ჰიმნის დასრულების შემდეგ თალაკვაძემ თავმჯდომარის ადგილი დაიკავა და პარლამენტის სხდომას უძღვება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდეომარის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ირაკლი კობახიძემ პოსტი დატოვა.